text-img_md4_1.jpg
Omega Motors Tbilisi website
ვებგვერდის პირობები:

გთხოვთ წაიკითხოთ ყურადღებით.

შპს „ომეგა მოტორსი“ არის რეგისტრირებული კომპანია, საიდენტიფიკაციო ნომრით 245433231, მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კმ.

ვებგვერდი იმართება ქვემოთ მოცემული პირობების მიხედვით, თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ საიტს.

შესაძლოა, ჩვენ შევცვალოთ ეს პირობები ნებისმიერ დროს, პირადი შეტყობინების გარეშე. ცვლილებები აისახება ამავე ვებგვერდზე. თქვენი პასუხისმგებლობაა საიტზე შესვლისას გაეცნოთ ვებგვერდის მოხმარების წესებს და დარწმუნდეთ, რომ გაქვთ ინფორმაცია მოცემული პირობების შესახებ. ცვლილებების გაცნობის შემდეგ, საიტის მოხმარება ნიშნავს, რომ თქვენ უკვე გაეცანით განახლებულ პირობებს.

ჩვენი ვებგვერდით სარგებლობა უფასოა მხოლოდ პერსონალური მოხმარებისათვის და არა რაიმე სახის კომერციული მიზნებისათვის.

პროდუქცია და სერვისები

პროდუქციის დეტალებსა და სერვისების შესახებ განთავსებული ინფორმაცია არ არის და არც უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც შეთავაზება პროდუქტის გაყიდვისა და სერვისის მიწოდების მიზნით. გამყიდველს ან მომწოდებელს აქვს უფლება შეხედულებისამებრ მიიღოს ან უარყოს მსგავსი შეთავაზება.

ყველა პროდუქტი და სერვისი, რომელიც საიტზეა განთავსებული ხელმისაწვდომია, მაგრამ შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს, შესაძლოა მოიხსნას ვებგვერდიდან. შეტყობინების გარეშე შეიძლება შეიცვალოს პროდუქციისა და სერვისების ფასებიც.

ფინანსური და დაქირავების შესაძლებლობა დამოკიდებულია სტატუსზე და ხელმისაწვდომია საქართველოს ფარგლებში, კომპანიებისათვის და პირებისთვის 18 წელს ზემოთ.

ვებგვერდზე მოცემული ნებისმიერი სადაზღვევო პროდუქტის მიწოდება და მომსახურება ხდება დიდი სიფრთხილით შერჩეული სადაზღვევო პროვაიდერების მიერ. ნებისმიერ სადაზღვევო პროდუქტზე დასაშვებია კონკრეტული გამონაკლისები და შესაფერისობის კრიტერიუმები. სადაზღვევო პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაცია და სადაზღვევო პოლიტიკის დეტალური პირობები ხელმისაწვდომია მოთხოვნის საფუძველზე.

ინდივიდუალური პროდუქტებისა და სერვისების პირობები

საიტის პირობებთან ერთად, თქვენ უნდა გაეცნოთ ცალკეული პროდუქტისა და სერვისის პირობებსაც. იმ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე სახის შეუთავსებლობა საიტის პირობებსა და ცალკეული პროდუქტისა თუ სერვისის პირობებს შორის, უპირატესობა მიენიჭება ამ უკანასკნელს.

ინფორმაცია პროდუქციისა და სერვისების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა ჩავდეთ, რათა საიტზე განთავსებული ინფორმაცია იყოს ყოველთვის ახალი და ზუსტი, არც ჩვენ და არც რომელიმე საცალო მოვაჭრეს არ შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ გამოიყენებთ და ისარგებლებთ საიტზე განთავსებული ინფორმაციით.

ავტომობილის შეკვეთამდე ყოველთვის დააზუსტეთ მოდელის ხელმისაწვდომობა, მახასიათებლები, სპეციფიკაციები და მისი აღჭურვილობა, ხოლო მეორადი მანქანის შემთხვევაში მოითხოვეთ გარბენის დეტალებიც.

რაიმე სახის ვალდებულების აღებამდე, ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტისა თუ სერვისის პირობები. შ.პ.ს. „ომეგა მოტორსი“-ს კონტრაქტების ასლები ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, ხოლო სადაზღვევო პოლისების დეტალური აღწერა და შეფასების დოკუმენტები ხელმისაწვდომია მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე.

საიტზე განთავსებულ საგადასახადო თუ საბუღალტრო საკითხებზე რეკომენდაციების მიღებისთვის უნდა იზრუნოთ დამოუკიდებლად.

2015 წლის ანტი-კორუფციულ აქტთან შესაბამისობა

კომპანია „ომეგა მოტორსი“-სში ვცდილობთ, რომ მივიღოთ ყველა ზომა კომპანიის ერთიანობისთვის. ჩვენ ვატარებთ ანტი-კორუფციულ პოლიტიკას, რომელსაც მხარს უჭერს დირექტორი თანამშრომლების შეულახავი რეპუტაციის უზრუნველსაყოფად.

წვდომა საქართველოს საზღვრებს მიღმა ქვეყნებიდან

საიტზე განთავსებული ავტომობილები და პროდუქტის მახასიათებლები ამ ეტაპზე გათვალისწინებულია მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ავტომობილის სურათი შესაძლებელია განკუთვნილი იყოს სხვა ქვეყნის ბაზრისათვის (მაგალითად ფოტოზე გამოსახული იყოს მარცხენა-საჭიანი ავტომობილი).

საიტზე განთავსებული ინფორმაცია და სხვა მასალები შესაძლოა არ შეესატყვისებოდეს საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის კანონმდებლობას, თუ გადაწყვიტეთ ისარგებლოთ ვებგვერდით საქართველოს ფარგლების გარეთ, გთხოვთ დააზუსტოთ შეესაბამება თუ არა აღნიშნული წესები ადგილობრივ კანონმდებლობას..

ვებგვერდის ხელმისაწვდომობა

ჩვენ ვერ ვიძლევით პირობას, რომ საიტზე არ იქნება ხარვეზი, წყვეტა ან ვირუსი, და შესაბამისად, ვერც ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში თუ საიტზე შესვლა შეფერხდება რაიმე კომპიუტერული ვირუსის ან სისტემის გაჭედვის გამო. წვდომა შესაძლოა შეწყდეს წინასწარი შეტყობინების გარეშეც.

საავტორო უფლებები

საიტზე განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები ეკუთვნის კომპანია შპს. „ომეგა მოტორსს“ ან მის რომელიმე ლიცენზიანტს. წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, რომელსაც გასცემს შ.პ.ს. „ომეგა მოტორსი“, არავის აქვს უფლება დააკოპიროს, შეცვალოს, გადაიტანოს, გაავრცელოს ან გამოაქვეყნოს ინფორმაცია, გადასცეს ლიცენზია ან შეასრულოს სამუშაო საიტზე განთავსებული ნებისმიერი მასალის გამოყენებით ან გამოიყენოს ის რაიმე სხვა ფორმით საჯარო ან კომერციული მიზნებისათვის. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ დაათვალიეროთ ან ამობეჭდოთ კონკრეტული გვერდები პერსონალური მოხმარებისათვის..

სავაჭრო ნიშნები

სახელწოდებები, ლოგოები და ფოტოები, რომელიც ამ საიტზეა გამოქვეყნებული და რომელიც უკავშირდება შპს. „ომეგა მოტორსს“ ან ჩვენი ჯგუფის რომელიმე კომპანიას ან მასთან დაკავშირებულ მესამე მხარეს, მათ პროდუქტებსა და სერვისებს, წარმოადგენს შპს. „ომეგა მოტორსი“-ს და/ან შესაბამისი მესამე მხარის საკუთრების ნიშნებს. ამ ვებგვერდის შიგთავსის არც ერთი ნაწილი (სახელი, ლოგო, სურათი...) არ უნდა იყოს აღქმული როგორც რაიმე უფლების ან ლიცენზიის გადაცემა “ომეგა მოტორსის“ ან მასთან დაკავშირებული მესამე მხარის მიერ.

ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებები

პროდუქცია, სერვისები, ტექნოლოგიები, ასევე პროცესები რომლებიც აღწერილია ამ ვებგვერდზე შესაძლოა იყოს შპს. „ომეგა მოტორსის“, ჩვენი ჯგუფის კომპანიების ან მათი ლიცენზიანტების ან ნებისმიერი შესაბამისი მესამე პირების მიერ დაცული ინტელექტუალური საკუთრება.

THANK YOU!
DONE
DONE
ERROR!
ERROR