text-img_md4_1.jpg
Omega Motors Tbilisi website
შესავალი

მოცემული კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება იმ პირად ინფორმაციას, რომელსაც ამ ვებგვერდის საშუალებით თქვენს შესახებ მოგვაწვდით. აღნიშნული პოლიტიკა არ ეხება თქვენს მიერ კომპანიებისა თუ ორგანიზაციების შესახებ ან ვებგვერდის მიღმა მოწოდებულ ინფორმაციას.

დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კმ.
0131 თბილისი,
საქართველო

ვებგვერდის მეშვეობით მოწოდებული პირადი ინფორმაციის გამოყენება

თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ჩვენ გამოვიყენებთ რათა დავამუშაოთ და მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, პროდუქტები და საჭიროებისამებრ დაგიკავშირდეთ. ინფორმაცია შესაძლოა ასევე გამოვიყენოთ ჩვენი პროდუქტისა და სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ზოგადი ადმინისტრაციული მიზნებისათვის: შევქმნათ მომხმარებლების ბაზა ანდა განვახორციელოთ მომხმარებლის ანკეტირება და ანალიზი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონის მიხედვით, მარკეტინგული მიზნებისათვის, შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ხოლო ნებისმიერი სხვა მონაცემის დამუშავება შეიძლება სუბიექტის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

აქ ჩამოთვლილი რომელიმე მიზნისთვის ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენი ჯგუფის სხვა კომპანიებს, ჩვენი სერვისის მომწოდებლებსა და აგენტებს, რომლებიც ჩვენი სახელით აწვდიან მომხმარებელს ამ სერვისებს, როგორიცაა მაგალითად მონაცემთა დაცვის ფირმები. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაცია შესაძლოა ასევე გადავცეთ მესამე მხარეს, თუ კი მოგვმართავენ დასაბუთებული მოთხოვნით რომ, სჭირდებათ ინფორმაცია სამართლებრივი ან რაიმე მარეგულირებელი მიზნებისათვის.

პროდუქციისა და სერვისების შესახებ თქვენი ინფორმირება

თქვენივე თანხმობის შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა გამოგიგზავნოთ ინფორმაცია ავტომობილების, სხვა პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ან დაგეკონტაქტოთ ბაზრის კვლევის მიზნით.

ამავე მიზნებისთვის შესაძლოა გადავცეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ პროდუქტებისა და სერვისების მიმწოდებელ ბიზნეს პარტნიორებს.

იმ შემთხვევაში თუ იარსებებს თქვენი წინასწარი თანხმობა, ჩვენ და ჩვენი ბიზნეს პარტნიორები შესაძლოა დაგიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის, სმს-ით ან სხვა რომელიმე ელექტრონული არხის მეშვეობით.

  • შ.პ.ს. „ომეგა მოტორსის“ ან ბიზნეს პარტნიორების მიერ მოწოდებული პროდუქტები მოიცავს:

• ავტოპროდუქტსა და სერვისებს, მათ შორის (სხვა სერვისებთან ერთად) განვადებასა და თანმხლებ დაზღვევას, ავტომობილის აქსესუარებს, ავტომობილის გადაუდებელ მომსახურებასა და გარანტიას.

იმ შემთხვევაში თუ გვექნება თქვენი ელექტრონული თანხმობა (რომელიც შესაძლოა მოგვეცით საიტზე ელფოსტის მითითებისას, იხილეთ შესაბამისი შენიშვნა მეილის მისათითებელ ველთან.) მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გათიშოთ მარკეტინგული კომუნიკაციების მიღება. გამოწერის გაუქმებისთვის შესაბამისი ღილაკი მოძებნეთ ჩვენს მიერ გამოგზავნილ მარკეტინგული შინაარსის მატარებელ იმეილებში, სახელწოდებით : „გააუქმე გამოწერა”. გთხოვთ, დაგვიკავშირდით იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ უკვე გააუქმეთ გამოწერა, მაგრამ ახლა გსურთ მიიღოთ ინფორმაცია ავტომობილების ან სხვა მათთან დაკავშირებული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ. ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულია ვებგვერდზე არსებულ Contact Us - დაგვიკავშირდით ფუნქციის ქვევით.

ვებგვერდი

ჩვენ ვცდილობთ, რომ ვებგვერდი გავხადოთ უსაფრთხო. მიუხედავად ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ როდესაც გვიგზავნით ინფორმაციას ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ან გვთხოვთ, რომ გამოგიგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელფოსტის გამოყენებით, ინტერნეტი და ელ-ფოსტა შესაძლოა არ იყოს უსაფრთხო მსგავსი ინფორმაციის მიმოცვლისთვის. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ არაკონტროლირებადი მეთოდებით ინფორმაციის დაკარგვის ან გაჟონვის შემთხვევაში.

ვებგვერდზე შესაძლოა განთავსებული იყოს ბმულები სხვა ვებგვერდებიდან. ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდების შინაარსის, კონფიდენციალობისა თუ უსაფრხოების საკითხებზე პასუხისმგებლობას კომპანია არ იღებს.

ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება

თუ თქვენ გვაწვდით ინფორმაციას სხვა პირის სახელით, თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ გაქვთ ამ პირის ნებართვა განახორციელოთ მსგავსი ქმედება და რომ ისინი საქმის კურსში არიან კონფიდენციალობის პოლიტიკის შინაარსზე, არ აპროტესტებენ მათი პერსონალური ინფორმაციის ფლობასა და დამუშავებას ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად.

თქვენს შესახებ არსებულ ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. მსგავს ინფორმაციას განეკუთვნება მაგალითად მისამართის ცვლილება. თქვენ გაქვთ უფლება გვთხოვოთ, რომ შევასწოროთ ნებისმიერი უზუსტობა იმ მონაცემებში, რომელიც თქვენს შესახებ გვაქვს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გვკითხოთ თუ რა სახის ინფორმაციას ვფლობთ თქვენზე. გთხოვთ არ მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია თქვენი მშობლების ან მეურვის ნებართვის გარეშე თუ თქვენი ასაკი 18-ს ქვემოთაა,.

შემოსული სატელეფონო ზარები შეიძლება ჩაიწეროს ან/და განხორციელდეს მონიტორინგი სასწავლო მიზნებისათვის.

THANK YOU!
DONE
DONE
ERROR!
ERROR