OM-OK_md12_1.jpg
ომეგა მოტორსი თბილისის შესახებ
“ომეგა მოტორსი” ბათუმში BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრს ხსნის!

“ომეგა მოტორსი” ბათუმში BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრს ხსნის!
7 ივნისს, 20 საათზე, ბათუმში, მელიქიშვილის ქ.5-7/რუსთაველის ქ.43.-ში გაიამართება „ომეგა მოტორსი“ BMW- სა და MINI- ს ბათუმის სადილერო ცენტრის გახსნის გრანდიოზული ცერემონია. ცერემონიის შემდეგ მოეწყობა ორი ავტომობილის: BMW 5 სერიისა და MINI COUNTRYMAN-ის შოუს ელემენტებით გაფორმებული შთამბეჭდავი პრეზენტაციები.

ახალი მე-5 სერია-G30, ასევე ცნობილი, როგორც „ბიზნეს-ათლეტი“ - კონკურეტებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური ავტომობილია. BMW 5 სერიაში გამოყენებულია ყველა ის ინოვაცია, რომელიც უკვე აქვს ლუქს კლასის სედან 7 სერიას. ხოლო ახალი MINI COUNTRYMAN ბრენდის 57 წლიან ისტორიაში შექმნილი ყველაზე დიდი მოცულობის მქონე, გამორჩეული მოდელია, რომელიც ახლა უკვე ჰიბრიდული ამძრაობითაც არის ხელმისაწვდომი.

ღონისძიებას დაესწრებიან აფრიკის, კარიბიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ოფისის მმართველი დირექტორი დოქტორი თომას რინი, აფრიკის, კარიბიისა და აღმოსავლეთ ევროპის იმპორტიორთა რეგიონის გაყიდვების დირექტორი ბატონი კონრად ბაუმგარტნერი, MINI-ს აფრიკის, კარიბიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის დირექტორი - ბატონი ფრედერიკ დორაისი და რეგიონის მენეჯერი ბატონი ვიქტორ აიზენბრაუნი.

მედიის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თავად გაეცნონ ამ განსაკუთრებულ ავტომობილებსა და მათ ტექნოლოგიურ სიახლეებს.

THANK YOU!
DONE
DONE
ERROR!
ERROR